პაკისტანში მოკლეს ექვსი სავარაუდო ექსტრემისტი

პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, სულ ცოტა, ექვსი სავარაუდო ექსტრემისტი დაიღუპა საჰაერო იერიშისას, რომელიც ავღანეთის მოსაზღვრე ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში განხორციელდა. ფიქრობენ, რომ იერიში განხორციელდა აშშ-ის კუთვნილი უპილოტო თვითმფრინავით. ცნობების თანახმად, საჰაერო დარტყმა მიმართული იყო შენობის წინააღმდეგ ქალაქ მირანშაჰში, რომელიც ჩრდილოეთ ვაზირისტანის ადმინისტრაციული ცენტრია.