პაკისტანის ელჩი აშშ-ში გადადგა

პაკისტანის ელჩი აშშ-ში გადადგა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მონაწილეობდა აშშ-ს მთავრობისთვის პაკისტანში გავლენიანი სამხედრო ძალაუფლების გგაკონტროლების თხოვნის მომზადებაში. პაკისტანის პრემიერ-მინისტრის ოფისის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ელჩ ჰუსეინ ჰაკანის სთხოვეს გადამდგარიყო და რომ მის მიმართ ბრალდებას გამოიძიებენ. პაკისტანის ელჩის გადადგომაზე კომენტარისას აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელმა ბენ როდესმა განაცხადა, რომ ეს პაკისტანის ”საშინაო საქმეა”. მან შეაქო ჰაკანი და მას აშშ-ის ადმინისტრაციის ”ძალიან ახლო პარტნიორი” უწოდა. ყოფილი ელჩი უარყოფს ბრალდებას. პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი ამ ამბავს ”ტოტალურ ფაბრიკაციას” უწოდებს.