ერდოანი ბოდიშს იხდის 1930-ან წლებში თურქეთში ქურთების დახოცვის გამო

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა დღეს ბოდიში მოიხადა სამხედრო კამპანიისათვის, რომელმაც 1930-ანი წლების ბოლოს ათასობით ქურთის სიცოცხლე შეიწირა სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში. თავისი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ წევრებისადმი მიმართვაში, რომელიც ტელევიზიით გადაიცა, ერდოანმა აღნიშნა, რომ „როცა საჭიროა ბოდიშის მოხდა სახელმწიფოს სახელით“, ის მზად არის ბოდიშის მოსახდელად და ამას აკეთებს კიდეც. მისი თქმით, სამხედრო ოპერაციამ ქალაქ დერსიმში, რომელსაც ახლა ტუნჩელი ეწოდება, 13800 ადამიანი იქნა მოკლული 1936-39 წლებში. ერდოანი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაციის არქივები ღიაა მაშინდელი მოვლენების ამსახველი ოფიციალური დოკუმენტების გამოსაკვლევად.