საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერებმა ევროზონის პრობლემები განიხილეს

საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები აპირებენ, წარმოადგინონ ცვლილებები ევროკავშირის ხელშეკრულებაში, ეკონომიკური მართვის გასაუმჯობესებლად. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ და გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ამის შესახებ განაცხადეს იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო მონტისთან შეხვედრის შემდეგ. სტრასბურგში გამართულ მოლაპარაკებაზე მთავარი თემა იყო ევროზონაში ვალებით გამოწვეული კრიზისი და შეშფოთება, რომ კრიზისი შესაძლოა, მეტ ქვეყანაზე გავრცელდეს. სარკოზის განცხადებით, საფრანგეთს, გერმანიას და იტალიას - უდიდესი ეკონომიკის ქვეყნებს 17-წევრიან ევროზონაში - მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი საერთო ვალუტის, ევროს გადარჩენა.