გაერო აკრიტიკებს ბელორუსიას პატიმართა წამების გამო

გაერო ბელორუსიას აკრიტიკებს ამ ქვეყანაში პატიმართა წამების შესახებ ბრალდებების გამო. გაეროს „კომიტეტი წამების წინააღმდეგ“ გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას ბელორუსიის უმოქმედობით სასჯელაღსრულების უწყების თანამშრომელთა მიერ კანონის დარღვევის გამოძიებისა და დამნაშავეთა გასამართლების მიმართულებით. კომიტეტის შეშფოთებას იწვევს აგრეთვე ინფორმაცია, რომ სისკვდილმისჯილთა ოჯახებს მხოლოდ რამდენიმე კვირაში აწვდიან ცნობას იმის შესახებ, რომ განაჩენი უკვე მოყვანილია სისრულეში. ბელორუსია ევროპის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სისრულეში მოჰყავთ სასიკვდილო განაჩენი.