თვითმკვლელის თავდასხმას ბაღდადის მახლობლად 19 ადამიანი შეეწირა

ბაღდადის ჩრდილოეთით, საპატიმროსთან, თვითმკვლელის მიერ მოწყობილ აფეთქებას 19 ადამიანი შეეწირა. დაშავდა 24 ადამიანი. პოლიციის და საავადმყოფოს ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, თვითმკვლელმა ააფეთქა მინიავტობუსი, საპატიმროს შესასვლელთან, ტაჯში, ბაღდადიდან 25 კილომეტრში. ცნობით, ამ საპატიმროში, სხვათა შორის, იმყოფებიან ალ ყაიდის წევრები. თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა ტუსაღები სამუშაოდ მიჰყავდათ. ეს ბოლო კვირაში მესამე ასეთი დიდი ტერაქტია.