გარდაიცვალა სვეტლანა ალილუევა

აშშ-ში, ვისკონსინის შტატის ქალაქ რიჩლენდში 85 წლის ასაკში გარდაიცვალა იოსებ სტალინის შვილი სვეტლანა ალილუევა. ის 22 ნოემბერს გარდაიცვალა, თუმცა, შტატის ხელისუფლებამ ინფორმაცია მხოლოდ ორშაბათს გაავრცელა. ალილუევა 1926 წლის 28 თებერვალს ლენინგრადში დაიბადა იოსებ სტალინისა და ნადეჟდა ალილუევას ოჯახში. 1967 წელს ის აშშ-ში ემიგრანტად წავიდა. ამერიკაში ცნობილი იყო ლანა პიტერსის სახელით.