პაკისტანის არმიამ ავღანეთის საზღვარზე ცეცხლის გახსნის უფლება მიიღო

პაკისტანის არმიამ ავღანეთის საზღვარზე ცეცხლის გახნის უფლება მიიღო იმ შემთხვევებისთვის, თუ მათ თავს დაესხმებიან. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ნატოს ავიაციის თავდასხმის საპასუხოდ, რომელსაც 24 პაკიტანელი სამხედრო შეეწირა 26 ნოემბერს. ავღანეთის და პაკისტანის საზღვარზე ჯარისკაცების დახოცვამ უფრო დაძაბა ურთიერთობა ნატოსა და აშშ-ს, ერთი მხრივ და პაკისტანს შორის, ასევე გააჩინა შეკითხვები პაკისტანის არმიის უუნარობის შესახებ, პასუხი გაეცა თავდასხმისთვის, რომელიც, როგორც პაკისტანის ხელისუფლება აცხადებს, ორ საათს გაგრძელდა.