„ერთიანმა რუსეთმა“ ხმების თითქმის 100 პროცენტი მოიპოვა ჩეჩნეთში

რუსეთში 4 დეკემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, მმართველ პარტია „ერთიან რუსეთს“ ხმების 99,48 პროცენტი ერგო ჩეჩნეთში. ასევე ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობდა ჩეჩნეთის ელექტორატის 99,51 პროცენტი. უფლებადამცველები ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე ბრალდებებს უყენებენ ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვას, რომელიც კრემლის პოლიტიკის აქტიურ მხარდამჭერად ითვლება.