ცხინვალში სასამართლოს შენობას გაძლიერებული ძალები იცავენ

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს შენობასთან გაძლიერებული დაცვა დგას. ”ინტერფაქსის” ცნობით ისინი ადგილზე შვიდი ჯავშანმანქანით მიიყვანეს. დე ფაქტო რესპუბლიკის შსს-ს ომონის მეთაურის, მერაბ ფუხაევის განცხადებით, ეს ზომა მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად მიიღეს. რუსული სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის ალა ჯიოევას მომხრეები სასამართლოსთან ჯერ არ გამოჩენილან.