მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართება მიტინგი ლოზუნგით ”სამართლიანი არჩევნებისთვის”

მოსკოვში 10 დეკემბერს დაგეგმილი მიტინგი ”სამართლიანი არჩევნებისთვის” არა ”რევოლუციის”, არამედ მოედან ”ბოლოტნაიაზე” გაიმართება. ამის შესახებ მიღწეულია შეთანხმება მერიასთან. მიტინგის ორგანიზატორებმა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ბორის ნემცოვმა და ვლადიმირ რიჟკოვმა რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ მიტინგში მონაწილეობის სურვილი ინტერნეტში 30 ათასმა ადამიანმა გამოთქვა.