რუსეთში გადადგა ვოლოგდის ოლქის გუბერნატორი

ვოლოგდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ პოზგალიოვმა მიიღო გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ და შესაბამისი თხოვნით მიმართა რუსეთის პრეზიდენტს. პოზგალიოვი სოციალურ ქსელ „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს, რომ „შეუძლებლად მიაჩნია ოლქის ხელმძღვანელობა“ მოსახლეობის დაბალი ნდობის გამო. მმართველ პარტია „ერთიან რუსეთს“ არჩევნების შედეგად 33,4 პროცენტი ერგო ვოლოგდის ოლქში - ნაკლები, ვიდრე საშუალოდ, რუსეთში. პოზგალიოვი 1996 წლიდან ხელმძღვანელობს ვოლოგდის ოლქს.