ჩრდილოეთ კავკასიაში ხუთი ადამიანი მოკლეს

ჩრდილოეთ კავკასიაში ძალადობის შედეგად დღეს ხუთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა. საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, რუსმა ჯარისკაცებმა ოთხი სავარაუდო მეამბოხე მოკლეს ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის მთიან რეგიონში. ერთი ადამიანი კი - პოლიციის მაღალი რანგის წარმომადგენელი - კასპიის ზღვისპირა ქალაქ კასპიისკში დაიღუპა მასზე თავდასხმის შედეგად. იუწყებიან აგრეთვე, რომ რუსეთის არმიის სამი ინჟინერი დაჭრა აფეთქებამ, რომელიც ინგუშეთში მოეწყო.