კაიროში მესამე დღეა გრძელდება შეტაკებები დემონსტრანტებსა და სამხედროებს შორის

კაიროში მესამე დღეა გრძელდება შეტაკებები დემონსტრანტებსა და სამხედროებს შორის. დღეს დილით მხარეებმა ერთმანეთს ქვები დაუშინეს ეგვიპტის დედაქალაქის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, არეულობებს ათი ადამიანი ემსხვერპლა, 440-ზე მეტი დაშავდა.