2011 წელი ფოტოებში

მზის ნაწილობრივი დაბნელება მართლმადიდებელი ეკლესიის ფონზე. ქალაქი ვოლოჟინი, ბელორუსია, 4 იანვარი.

ავღანეთის ეროვნული არმიის ჯარისკაცები მიწაზე სხედან ქაბულის საწვრთნელ ცენტრში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიზიტისას. 11 იანვარი.

დემონსტრაციის მონაწილე ცრემლმდენი გაზის ბალონს ისევ პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმს ესვრის ტუნისში 18 იანვარს. მანამდე ცოტა ხნით ადრე "არაბულ გაზაფხულად" წოდებული საპტროტესტო გამოსვლების პირველმა ტალღამ პრეზიდენტი ზინე ელ აბიდინე ბენ ალი აიძულა,

24 იანვარი. მტირალი ქალი ტელეფონით ურეკავს ნაცნობს მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტიდან მას მერე, რაც გავრცელდა ცნობა, რომ იქ თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა და 130 დაიჭრა.

26 იანვარი. ოპოზიციის მომხრეები ვარდებით ხელში ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე იემენის დედაქალაქ სანააში. მას შემდეგ, რაც დემონსტრაციებს თვეების განმავლობაში არბევდნენ პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის ბრძანებით, საბოლოოდ ის თანამდებობიდან გადადგა.

1 თებერვალი. ბოსნიის მთავარმა მუფტიმ, მუსტაფა ცერიჩმა მაღალი რანგის იუდეველ და ქრისტიან სასულიერო პირებთან ერთად მოინახულა ნაცისტების ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკი ოსვენციმში, სამხრეთ პოლონეთში.

11 თებერვალს კაიროში, ტაჰრირის მოედანზე, ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის გადადგომა გამოაცხადეს. ორ მილიონამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა დემონსტრაციებში, რომლებმაც მუბარაქი აიძულა გადამდგარიყო თითქმის ოცდაათწლიანი მმართველობის შემდეგ.

14 თებერვალი. ირანში დემონსტრანტები პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმებს ქვებს უშენენ. დემონტრაცია მეზობელ არაბულ ქვეყნებში ამბოხებების მიმართ სოლიდარობის ნიშნად გაიმართა.

14 თებერვალი. დემონსტრანტები გარბიან მას მერე, რაც პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა ბაჰრეინის სოფელ დირაზში. ბაჰრეინში მეტი პოლიტიკური თავისუფლებების მოთხოვნებს მთავრობამ ძალა დაუპირისპირა.

25 თებერვალი. ბაღდადში პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი პოზიციებს იკავებს "რისხვის დღეს" გამართული საპროტესტო დემონსტრაციისას, რომელიც მიმართული იყო კორუფციისა და ძირითადი მომსახურებების არარსებობის წინააღმდეგ.

11 მარტი. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხალხს მიესალმება მოლდავეთის დედაქალაქ კიშინიოვში. ბაიდენი აშშ-ის ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენელია, რომელიც ოდესმე ჩასულა მოლდავეთში.

მტირალი ქალი იაპონიის დანგრეულ ქალაქ ნატორიში. ორი დღით ადრე მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად 23 ათასი ადამიანი დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

13 მარტი. ოპოზიციის აქტივისტს მოსკოვში უჭირავს სურათი, რომელზეც გამოხატული არიან პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი, ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო და ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი. სურათზე წაწერილია: "რიგში შემდეგი."

29 აპრილი. დიდი ბრიტანეთის პრინცი უილიამი და მისი მეუღლე კეთრინი ლონდონის ვესტმინსტერის სააბატოში გამართული ჯვრისწერის შემდეგ ბუკინგემის სასახლეში მიემართებიან.

1 მაისი. აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ობამას ეროვნული უშიშროების გუნდის წევრები თეთრ სახლში თვალყურს ადევნებენ ოსამა ბინ ლადენის წინააღმდეგ სპეცოპერაციის მსვლელობას.

11 მაისი. დემონსტრანტი პოლიციელებს გაურბის ათენში საპროტესტო გამოსვლების დროს. საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში ათასობით ადამიანი გავიდა ქუჩებში მთავრობის მომჭირნეობის პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.

16 მაისს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი დომინიკ სტროს-კანი სექსუალური ხასიათის დანაშაულში ბრალდების გამო წარდგა მანჰენეტის სასამართლოს წინაშე.

ბელგრადში დემონსტრანტები მხარდაჭერას უცხადებენ ომის დანაშაულში ეჭვმიტანილ რადკო მლადიჩს მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ ის 26 მაისს დააპატიმრეს სერბიის სოფელ ლაზარევოში. მლადიჩი 16 წლის განმავლობაში ემალებოდა მართლმსაჯულებას.

6 ივნისს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის რეზიდენციაში ხვდება ამერიკელ კინოვარსკვლავ შერონ სტოუნს. სტოუნი საქართველოში ჩავიდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ გადაღებული ფილმის, "აგვისტოს ხუთი დღის" პრეზენტაციასთან დაკავშირ

15 ივნისი. "ვიკილიკსის" დამფუძნებელ ჯულიან ასანჟს წვივზე უსაფრთხოების სარტყელი უკეთია შინაპატიმრობაში ყოფნისას ინგლისში, ბანგეში. ასანჟს შვეციაში ექსტრადიცია ემუქრებოდა სექსუალური ხასიათის ბრალდებით.

3 ივლისი. ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო და მისი ვაჟი ნიკოლაი სამხედრო აღლუმზე მინსკში.

მაშველებს ახალგაზრდები გამოჰყავთ ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე მდებარე ახალგაზრდული ბანაკიდან. 22 ივლისს ანდერს ბრეივიკის თავდასხმას 69 ადამიანი ემსხვერპლა. მანამდე ბრეივიკმა ბომბი ააფეთქა ოსლოს სამთავრობო შენობასთან. დაიღუპა რვა ადამიანი.

კვამლი სერბიისა და კოსოვოს საზღვარზე 27 ივლისს. სერბმა ექსტრემისტებმა ცეცხლი წაუკიდეს იარინიეს სასაზღვრო გამშვებ პუნქტს მას შემდეგ, რაც კოსოვოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კვლავ დაამყარა მასზე კონტროლი.

21 აგვისტო. ლიბიელი მეამბოხეები ბენღაზიში ზეიმობენ მას მერე, რაც დააპატიმრეს მუამარ კადაფის ვაჟი საიფ ალ-ისლამ კადაფი და ტრიპოლი ნაწილობრივ ჩაუვარდათ ხელში ოპოზიციის მებრძოლებს.

"სინათლის მემორიალი" მანჰეტენის ცას ანათებს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების მე-10 წლისთავზე.

ჩინელი სტუდენტები კალიფორნიის ქალაქ კუპერტინოში პატივს მიაგებენ კომპანია Apple-ის დამაარსებელსა და ხელმძღვანელს, სტივ ჯობსს, რომელიც კიბოთი გარდაიცვალა 5 ოქტომბერს.

11 ოქტომბერი. უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო და მისი ქალიშვილი ევგენია კიევის სასამართლოს სხდომაზე. ტიმოშენკოს შვიდი წლით პატიმრობა მიესაჯა სამსახურებრივი უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენების ბრალდებით.

მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეოს ამ კადრზე აღბეჭდილია ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი, როცა ის მეამბოხეებმა ჩაიგდეს ხელთ ქალაქ სირთში 20 ოქტომბერს. შეპყრობიდან ცოტა ხნის შემდეგ ის ცეცლსასროლი იარაღით მოკლეს.

25 ოქტომბერი. თურქეთის ქალაქ ერჯიშში მაშველთა ჯგუფს ნანგრევებიდან ამოჰყავს 14 დღის ჩვილი. მანამდე 46 საათით ადრე სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა.

25 ოქტომბერი. დემონსტრანტი და პოლიციელები "დაიკავე ოკლენდის" საპროტესტო გამოსვლებისას. ეს იყო ნაწილი მოძრაობისა "დაიკავე უოლ სტრიტი," რომელიც მიმართული იყო კორპორაციების ბატონობის წინააღმდეგ.

13 ნოემბერი. სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ მიმართული დემონსტრაცია ქალაქ ჰომსში. გაეროს ცნობით, 2011 წელს სირიაში ამბოხების პერიოდში დაახლოებით 5000 ადამიანი იქნა მოკლული.

7 დეკემბერი. ობობის ქსლით დაფარული ხეები პაკისტანის პროვინცია სინდჰში. ობობები წყლის დონის მატებამ აიძულა, ხეებზე ასულიყვნენ.

10 დეკემბერი. მოსკოვში მასშტაბური გამოსვლები გაიმართა კრემლის პოლიტიკისა და საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.

21 დეკემბერი. ჩეხოსლოვაკიისა და ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტის, ვაცლავ ჰაველის დაკრძალვის სამგლოვიარო ცერემონია პრაღაში, კარლოსის ხიდზე.

28 დეკემბერი. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩონ ირის დაკრძალვის ცერემონია ფხენიანში.