ჩეხები პატივს მიაგებენ ვაცლავ ჰაველის ხსოვნას

Your browser doesn’t support HTML5

ათასობით პრაღელი და ჩეხეთის დედაქალაქის სტუმარი პატივს მიაგებს ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის ხსოვნას. ჰაველი 18 დეკემბერს გარდაიცვალა 75 წლის ასაკში. ძველ ქალაქში მრავალი ასეული ადამიანი მივიდა წმიდა ანას სახელობის ეკლესიაში, სადაც ჰაველის ცხედარია დასვენებული. ამ ეკლესიაში ბინა უდევს საერთაშორისო სასულიერო ცენტრს სახელწოდებით „პრაღის გზაჯვარედინი“, რომლის დაარსებაში ვაცლავ ჰაველს დიდი წვლილი მიუძღვის.