სტუმრად ჩვენს ეთერში: ნინა ხატისკაცი

ნინა ხატისკაცი

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ნინა ხატისკაცი, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის დირექტორი. მან ილაპარაკა არჩევნებთან დაკავშირებული კანონპროექტების ცვლილებებზე, რომლებიც მესამე მოსმენით დამტკიცდა 28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე. მე-3 სექტორის წარმომადგენლები განსაკუთრებით შეშფოთებული არიან იმ ფაქტით, რომ კანონში მოულოდნელად შეტანილი ერთ-ერთი ცვლილება საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტს ვეტო დაადოს არჩევნებთან დაკავშირებულ ამ კანონპროექტებს.


Your browser doesn’t support HTML5

საუბარი ნინა ხატისკაცთან