ბან კი მუნმა მომავალი წლების გაეროს პრიორიტეტებზე ისაუბრა

გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის თქმით, ამ პოსტზე მისი მომდევნო ხუთწლიანი მოღვაწეობის მთავარი პრიორიტეტები იქნება, ხელი შუწყოს არაბული გაზაფხულის მოძრაობას და უფრო მეტი გააკეთოს მსოფლიოს მასშტაბით ახალგაზრდების მხარდასაჭერად. ბან კი მუნი, რომელსაც 1 იანვრიდან გენერალური მდივნობის ახალი ხუთწლიანი ვადა ეწყება, ასევე აცხადებს, რომ მას სურს აღმოიფხვრას უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის, რასაც საპროტესტო „მოძრაობა დაიკავეს“ მონაწილეები მოითხოვდნენ მსოფლიოს მასშტაბით.