ჩეჩნეთში სპეცოპერაციის დროს დაიღუპა რუსეთის ორი ჯარისკაცი და ორი მეამბოხე

ჩეჩნეთის ვედენოს რაიონში სპეცოპერაციის დროს დაიღუპა რუსეთის ორი ჯარისკაცი და ორი მეამბოხე. როგორც ინტერფაქსს განუცხადა მილიციამ, დაჭრილია სამართალდამცავი ორგანოების ხუთი წარმომადგენელი. სააგენტოს მოჰყავს ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რამზან კადიროვის სიტყვები, რომლის თანახმად, ექსტრემისტების ჯგუფის წინააღმდეგ სპეცოპერაცია ტარდება სოფელ ტაზენ-კალას მახლობლად. შეტაკების ადგილზე გაგზავნილია თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სტრუქტურების დამატებითი ძალები.