ტაჯიკ ოპოზიციონერს ოპერაცია ჩაუტარეს

ტაჯიკ ოპოზიციურ ჟურნალისტს დოდოჟონ ატოვულევს ოპერაცია ჩაუტარეს და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ჟურნალისტს თავს მოსკოვში დაესხნენ და დანით დაჭრეს. დოდოჟონ ატოვულოვი ტაჯიკური მოძრაობა ”ვატანდორის” ლიდერია, რომელიც მკვეთრად აკრიტიკებდა ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რახმონს. რამდენიმე წლის წინ ის პოლიტიკური მოტივებით რუსეთში ემიგრირდა.