18 კაცი დაიღუპა პაკისტანში მომხდარ ტერაქტში

18 კაცი დაიღუპა და 30 დაიჭრა შიიტების რელიგიურ პროცესიაზე იერიშის დროს პაკისტანის ცენტრალურ ნაწილში. ტრაგედია ქალაქ ხანპურში მოხდა. წინასწარი მონაცემებით აფეთქდა ბომბი, რომლის მოქმედებაში მოყვანის დეტალები უცნობია. მუსლიმანი შიიტები პაკისტანის 20 პროცენტს შეადგენენ. სუნიტი ექსტრემისტები, რომლებიც შიიტებს სჯულის მგმობლებად თვლიან, ხშირად ესხმიან თავს შიიტების წმინდა ადგილებსა და მათ რელიგიურ პროცესიებს.