ბაქოში სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს საფრანგეთის საელჩოსთან

შაბათს ბაქოში, საფრანგეთის საელჩოსთან, სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც ინტერფაქსი იტყობინება, მათ გააპროტესტეს კანონი, რომელიც შეიძლება მიიღონ საფრანგეთში და რომელიც სისხლის სამართლის სასჯელის შემოღებას ითვალისწინებს ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე 1915 წელს სომხების გენოციდის ფაქტის უარყოფისთვის.