ჩინეთში გრძელდება შეტაკებები ტიბეტელებსა და უშიშროების ძალებს შორის

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთში გრძელდება შეტაკებები უშიშროების ძალებსა და ტიბეტელ აქტივისტებს შორის, რომლებიც ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან მათი უფლებების დარღვევას აპროტესტებენ. ტიბეტური უფლებადამცველი ორგანზიაციების ცნობებით, გუშინ ჰანზის პრეფექტურის სედას რაიონში სულ მცირე ორი ტიბეტელი მოკლეს. ლუხუოს ოლქში, პოლიციასთან შეტაკებისას ერთი ადამიანი დაიღუპა. ზოგიერთი ცნობით, ოცდაათამდე ტიბეტელი, რომლებიც ორშაბათს, შეტაკებებისას დაიჭრნენ, ლუხუოს მონასტერში აფარებენ თავს.