რუსეთის ცესკომ ოფიციალურად უთხრა უარი იავლინსკის და მეზენცევს

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს ოფიციალურად უთხრა უარი საპრეზიდენტო კადიდატად დარეგისტრირებაზე პარტია ”იაბლოკოს” დამფუძნებელ გრიგორი იავლინსკის და ირკუსტკის ოლქის გუბერნატორ დმიტრი მეზენცევს. გადაწყვეტილების მიზეზად უწყებაში დაასახელეს წუნის დასაშვებზე მეტი რაოდენობა პრედენტენტების მიერ შეგროვებულ მხარდამჭერთა სიებში. ”იაბლოკოში” მიაჩნიათ, რომ ცესკოს პრეტენზიას პოლიტიკური სარჩული აქვს. რუსეთის პრეზიდენტობაზე კენჭს 5 ადამიანი იყრის - პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი, ბიზნესმენი მიხაილ პროხოროვი და სამი საპარლამენტო პარტიის ლიდერები - გენადი ზიუგანოვი, ვლადიმირ ჟირინოვსკი და სერგეი მირონოვი.