რუსეთი და იაპონია თანამშრომლობის განმტკიცების თაობაზე შეთანხმდნენ

იაპონიის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ განამტკიცებენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას. იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, კოიჩირო გემბას თქმით, თანამშრომლობის გამტკიცება ეხება უშიშროების, თავდაცვის და ეკონომიკის სფეროებს. შარშან, ორ ქვეყანას შორს ვაჭრობა გაიზარდა 31 მილიარდ დოლარამდე. ორივე მხარემ გამოაცხადა, რომ სადაო ტერიტორიული საკითხები უნდა განიხილონ მშვიდი ფორმით.