ავღანეთში დაცვის თანამშრომელმა ხუთი ადამიანი მოკლა

ავღანეთში დაცვის კერძო სამსახურის თანამშრომელმა მოკლა, ცნობების თანახმად, ხუთი ადამიანი, მათ შორის სამი კოლეგა და ორი ავღანელი პოლიციელი. ინციდენტი ყანდაარში მოხდა. დაიჭრა ხუთი ადამიანი. მოტივის, ან ინციდენტის რაიმე სხვა დეტალის შესახებ არაფერს იუწყებიან. ავღანეთის მთავრობის განცხადებით, ავღანეთში 20 მარტიდან აიკრძალება დაცვის კერძო კომპანიები და მათს სამუშაოს ჩაიბარებს საზოგადოების დაცვის სამსახური.