ჩინეთმა საქართველოს ტურისტული დანიშნულების მქონე ქვეყნის სტატუსი მიანიჭა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შეტყობინების თანახმად, ქვეყნის სახელმწიფო საბჭომ საქართველოს ტურისტული დანიშნულების მქონე ქვეყნის სტატუსი მიანიჭა - იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის ვებსაიტზე. „აღსანიშნავია, რომ ხსენებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოში ჩინელი ტურისტების რაოდენობას და ხელს შეუწყობს საქართველოს და ჩინეთის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ტურიზმის სფეროში“ - ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.