რადიოჟურნალი - 920-ე გამოშვება

„ქართული დესერტი“

ჩვენი ყოველკვირეული რადიოჟურნალის - მეათე სტუდიის - დღევანდელ გამოშვებაში მოგითხრობთ: როგორ იცვლებოდა შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონი საქართველოში და რა ხარვეზები რჩება დღემდე; 22 თებერვალს თბილისში „ქართული დესერტის“ დღე აღნიშნეს - რას მოიცავს ეს განსაზღვრება? 29 თებერვალს თბილისში კონცერტს გამართავს იტალიელი საქსოფონისტი და კომპოზიტორი ფედერიკო მონდელჩი; შემდეგ აშშ-ს მივაშურებთ - შევეხებით ერთსქესიანი ქორწინების თემას, რომელიც ამ ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში სულ უფრო მეტ სიმწვავესა და აქტუალურობას იძენს; ასევე ვისაუბრებთ ნიუ-იორკში მიმდინარე ჩინეთში რეპრესირებული უფლებადამცველის ფოტოგამოფენაზე.