დღეიდან მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ახალი ტექნოლოგიებით ჩატარდება

დღეიდან მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ჩატარდება მოედნებზე, რომლებზეც სენსორული დანადგარებია დამონტაჟებული. მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს გამოცდის ჩაბარების პროცესი. საქართველო მეორე ქვეყანაა, სამხრეთ კორეის შემდეგ, სადაც ასეთი ტექნოლოგიები დაინერგაო -განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 16 თებერვალს ჩატარებულ პრეზენტაციაზე.