ევროკავშირის სამიტზე ბელორუსიის ხელისუფლების წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე იმსჯელებენ. ევროკავშირის ხელმძღვანელობა აპირებს სერიოზული შეშფოთების გამოხატვას ბელორუსიაში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით მდგომარეობის გაუარესების გამო. მიმდინარე კვირაში ევროკავშირის 27-ვე ქვეყანამ გადაწყვიტა ბელორუსიიდან ელჩების გამოწვევა, რაც იყო პასუხი მინსკის გადაწყვეტილებაზე ქვეყნიდან გაეძევებინა ევროკავშირისა და პოლონეთის ელჩები. ევროკავშირის სამიტზე აგრეთვე გამოცხადდება, რომ ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში შესვლის საკითხი სექტემბერში გადაწყდება.