ირანის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატული ძალები ლიდერობენ

პარასკევს ირანში გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემებით, ბიულეტენების 90 პროცენტის დათვლის შედეგად, პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის კონსერვატორი მოწინააღმდეგეები იმარჯვებენ. ამ ეტაპზე ჩანს, რომ რელიგიური ლიდერის. აიათოლა ალი ხამენეის მომხრეებმა პარლამენტში ადგილების სამ მეოთხედზე მეტი შეიძლება დაიკავონ, არაოფიციალური შედეგების თანახმად. ოფიციალურ შედეგებს ორშბათს მოელიან.