რომნი ლიდერობს, ბრძოლა გრძელდება

Your browser doesn’t support HTML5

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკელების კანდიდატად ნომინაციისათვის ბრძოლას კვლავინდებურად ოთხი პრეტენდენტი განაგრძობს: მიტ რომნი, რიკ სანტორუმი, ნიუტ გინგრიჩი და რონ პოლი. 6 მარტის ე.წ. „სუპერსამშაბათის“ შემდეგ ამ „კვარტეტის“ ბრძოლაში კიდევ უფრო დაწინაურდა მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორი რომნი, რომელმაც ათი შტატიდან ექვსში გაიმარჯვა. რომნის კონკურენციას უწევს მისი მთავარი მეტოქე, ყოფილი სენატორი პენსილვანიიდან, რიკ სანტორუმი, რომელმაც „სუპერსამშაბათს“ სამ შტატში მოიპოვა წარმატება. კიდევ ერთ შტატში, ჯორჯიაში, გაიმარჯვა წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, ნიუტ გინგრიჩმა. აგვისტოს ბოლოს რესპუბლიკელები ოფიციალურად დაასახელებენ პარტიის კანდიდატს, რომელიც ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაუპირისპირდება ამჟამინდელ პრეზიდენტს, დემოკრატ ბარაკ ობამას.