ნიგერიაში ორი უცხოელი მძევალი მოკლეს

ნიგერიაში მძევლების გათავისუფლების ოპერაციისას მოკლეს ბრიტანელი და იტალიელი ინჟინრები, რომლებიც ექსტრემისტებმა მძევლად 10 თვის წინ აიყვანეს. დიდი ბრიტანეთის საგარეოპოლიტიკური უწყების ცნობით, ეს ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ სოკოტოში მოხდა. ორივე მძევალი იტალიური სამშენებლო კომპანიის თანამშრომელი იყო.