აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ და ტუვალუმ უვიზო მიმოსვლა შემოიღეს

აფხაზეთის თვითგვამოცხადებულმა რესპუბლიკამ და ტუვალუმ უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულება მოაწერეს ხელი. შეთანხმება პარასკევს, სოხუმში გაფორმდა, სეპარატისტული რეჟიმის პრემიერ-მინისტრ ლეონიდე ლაკერბაიასა და ტუვალუს პრემიერ-მინისტრ ვილი ტელავის შორის. ტელავი დე-ფაქტო რესპუბლიკაში გაგზავნის დელეგაციას, რომელიც შაბათს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება. ტუვალუმ აფხაზეთის დამოუკიდებლობა შარშან აღიარა.