კოფი ანანი ოპტიმისტურად აფასებს სირიაში კრიზისის მოგვარების პერსპექტივას

სირიის საკითხში გაეროსა და არაბული ლიგის წარმომადგენელი, კოფი ანანი აცხადებს რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან ზედიზედ მეორე დღეს მოლაპარაკების შემდეგ. თუმცა, დამასკში, ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას, ანანმა აღიარა, რომ შესაძლოა, ძნელი აღმოჩნდეს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა. შაბათს ანანთან პირველი შეხვედრისას, პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა უარი თქვა პოლიტიკურ დიალოგზე, სანამ სირიაში მოქმედებას განაგრძობენ, მისი თქმით, „შეიარაღებული ტერორისტული ჯგუფები“. ოპოზიციის აქტივისტების მონაცემებით, შაბათს, სულ ცოტა, 60 დისიდენტი იქნა მოკლული იდლიბის პროვინციაში.