ავღანეთის სამხრეთში საპროტესტო აქცია ჩატარდა

ავღანეთის პროვინცია ზაბულში, რომელიც ყანდაარის მეზობლად მდებარეობს, ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა საპროტესტო აქციაში, ამერიკელი სამხედროს მიერ 16 მშვიდობიანი მოსახლის მკვლელობასთან დაკავშირებით. დემონსტრაცია პროვინციის დედაქალაქ კალატში ჩატარდა. მანამდე მკვლელობებში ბრალდებული ამერიკელი სერჟანტი ავღანეთის საზღვრებს გარეთ გაიყვანეს.