ბელგია და შვეიცარია ავტოავარისას დაღუპულებს გლოვობს

ბელგიასა და შვეიცარიაში გლოვობენ შვეიცარიულ გვირაბში მომხდარი ავტობუსის ავტოავარიისას დაღუპულებს - 28 ადამიანს, რომელთა შორისაც 22 ბავშვი იყო. მგზავრები შვეიცარიის სათხილამურო კურორტიდან ბრუნდებოდნენ. ავტობუსი გვირაბის კედელს შეეჯახა. ტრაგედიის მიზეზები დგინდება. შვეიცარიული მხარის ცნობით, განიხილება სამი ვერსია - სიჩქარის გადაჭარბება, ტექნიკური პრობლემები და მძღოლის შეცდომა.