ავღანეთში აფეთქებამ 13 ადამიანი შეიწირა, მათ შორის ცხრა ბავშვი

ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, ცხრა ბავშვი და ოთხი ქალი დაიღუპნენ გზის პირას ჩადებულ ბომბზე მათი ავტომაქანის აფეთქების შედეგად. როგორც იუწყებიან, დაიჭრა ორი მამაკაცი. აფეთქება ხუთშაბათს მოხდა სამხრეთში მდებარე ორუზგანის პროვინციაში. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.