აშშ-ის ელჩი შეწუხებულია კონტროლის პალატის ქმედებებით შექმნილი ვითარების გამო

ქართული სააგენტოები ავრცელებენ ცნობას, რომ აშშ-ის ელჩმა საქართველოში - ჯონ ბასმა ”ფეისბუკის” გვერდზე გამოაქვეყნა კომენტარი, რომელიც კონტროლის პალატის ბოლოდროინდელ ქმედებებს შეეხება. კერძოდ, ჯონ ბასი წერს: ”სრულფასოვანი განმარტებების ნაკლებობა იმ მეთოდების შესახებ, რომლითაც კონტროლის პალატა ახორციელებს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის აღსრულებას, ვერ შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას ამ უწყების, ან კონკურენტული საარჩევნო გარემოს მიმართ“.