მოსკოვში ეკოლოგების მხარდამჭერები დააკავეს

მოსკოვის ცენტრში დააკავეს სულ მცირე 10 მონაწილე იმ აქციისა, რომელიც ყუბანელი ეკოლოგები სურენ გაზარიანისა და ევგენია ვიტიშკოს მხარდასაჭერად გაიმართა. დაკავებულთა შორის არიან ხიმკის ტყის დამცველი ევგენია ჩირიკოვა და მოძრაობა „ადამიანის უფლებებისათვის“ ლიდერი ლევ პონომარიოვი. მსგავსი აქცია შაბათს რუსეთის მრავალ ქალაქში იმართება. 14 მარტს სასამართლომ ეკოლოგებს გაზარიანსა და დუტლოვს 10 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ისინი პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევისა და კომპანია „არგოკომპლექსის“ სამშენებლო ტერიტორიის ღობის მორღვევის გამო დაისაჯნენ. ეკოლოგები ამტკიცებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე კრასნოდარის მხარის გუბერნატორის ალექსანდრ ტკაჩევიოს აგარაკი მდებარეობს.