ალ ყაიდამ ამერიკელი მასწავლებელი მოკლა

იემენის ქალაქ ტაიზის სკოლის მასწავლებლის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულ ქსელ ალ ყაიდის დაჯგუფება „შარიათის პარტიზანებმა“ იკისრეს. ჟურნალისტებისათვის გაგზავნილ ცნობაში ნათქვამია, რომ ეს იყო შურისგება დასავლეთის მცდელობაზე „მუსლიმანები ქრისტიანებად მოაქციოს.“ გარდაცვლილ ქალაქ ტაიზის შვედური ენის სკოლის მასწავლებლად მუშაობდა. იგი დაიღუპა იმ დროს, როდესაც ორმა უცნობმა მოტოციკლისტმა მის მანქანას ცეცხლის გაუხსნა. 18 მარტს იემენის სამთავრობო ავიაციამ დაბომბა ქალაქ ჯაარში არსებული ისლამისტი ექსტრემისტების ერთ-ერთი მთავარი განლაგება. ეს რეიდი იყო პასუხი მეამბოხეთა მრავალრიცხოვან რეიდებზე, რომლის დროსაც, ერთი კვირის წინ იემენში 110 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.