პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა დღეს კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას. მინისტრთა კაბინეტს საკანონმდებლო ორგანომ 101 ხმით 16–ის წინააღმდეგ ნდობა გამოუცხადა. დღესვე დამტკიცდა მთავრობის სამოქმედო გეგმა “საქართველო სიღარიბის გარეშე”. კენჭისყრამდე პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურმა მიმართა დეპუტატებს, რის შემდეგაც დებატები გაიმართა. მთავრობას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.