მექსიკაში, როგორც ჩანს, მსხვერპლი არ მოჰყოლია ძლიერ მიწისძვრას

სამშაბათსმექსიკაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,6 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგებმა შეარყია სამხრეთ-დასავლეთ მექსიკაში, კურორტ აკაპულკოდან 100-მდე კილომეტრში მდებარე რეგიონი. მიწისძვრა იგრძნეს 300-მდე კილომეტრით დაშორებულ დედაქალაქ მეხიკოშიც, სადაც ხალხი შენობებიდან ქუჩებში გაცვივდა, დაშავების თავიდან ასაცილებლად. ცნობებში არაფერია ნათქვამი მსხვერპლზე, ან მნიშვნელოვან ზარალზე.