ილინოისის პრაიმერიში მიტ რომნიმ გაიმარჯვა

მასაჩუსეტსის ყოფილმა გუბერნატორმა მიტ რომნიმ გაიმარჯვა ილინოისის შტატში ჩატარებულ პრაიმერიში, რომელიც ერთ-ერთი კენჭისყრაა პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსავლენად რესპუბლიკური პარტიიდან. რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ბარაკ ობამას კონკურენტი იქნება. რომნიმ ხმების 47 პროცენტი მიიღო. მისმა კონკურენტმა, ულტრაკონსერვატორმა რიკ სანტორუმმა კი - 35%.