სირიის ჯარებმა დამასკის გარეუბნებში ოპერაცია ჩაატარეს

სირიის სამტავრობო ჯარებმა დღეს დილით დამასკის ხარასტისა და ირბინის გარეუბნებში სპეცოპერაცია ჩაატარეს. ეს უბნები ორ თვეზე მეტია, რაც მეამბოხეების კონტროლის ქვეშაა. სამთავრობო ჯარებმა არტილერია, ტანკები და ტყვიამფრქვევები გამოიყენეს. ოპოზიციის აქტივისტების ცნობით, ეს პასუხია მეამბოხე ”თავისუფალი სირიის არმიის” ქმედებებზე, რომელთაც მანამდე მიაყენეს დარტყმა სირიის არმიას.