სააკაშვილი გერმანიაში კონფერენციას ესწრება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გერმანიაში იმყოფება, სადაც ის ”მარშალის ფონდის” მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციას ესწრება. ფორუმი "საქართველოს მომავლის კვალდაკვალ", არაფორმალურ ხასიათს ატარებს და მეოთხედ ტარდება. წლევანდელი კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ საკითხებს, რომლებიც ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერასა და დახმარებას ითვალისწინებს და იმსჯელებენ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების ასპექტებზე - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.