ავღანეთში მოკლეს ნატოს ორი ჯარისკაცი

ავღანეთის სამხრეთში, ჰელმანდის პროვინციაში, ლაშქარ გაში მდებარე ნატოს ბაზაზე ავღანეთის არმიის ფორმაში ჩაცმულმა პირმა ნატოს ორი ჯარისკაცი მოკლა. უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების წარმომადგენლის - ჯეისონ ვაგონერის განცხადებით, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა ნატოს ჯარისკაცების ჯგუფს და საპასუხო ცეცხლის შედეგად თავდამსხმელი მოკლეს.