ნიკა რურუა მოზარდმაყურებელთა თეატრიდან 40 თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს

საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი მოზარდმაყურებელთა თეატრიდან 40 თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ნიკოლოზ რურუამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების უფლება თეატრის დირექტორს აქვს. რურუას თქმით, თუ რაიმე კანონდარღვევა ხდება, ამისთვის სასამართლო არსებობს. მოზარდმაყურებელთა თეატრის ადმინისტრაცია 40 თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნას რეორგანიზაციით ხსნის. თავად ყოფილი თანამშრომლები გათავისუფლებას უკავშირებენ მათ ურთიერთობას ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდ ”ქართუსთან.”