სოხუმის პორტში მყოფ ოთხ ქართველ მეზღვაურს უახლოეს საათებში გაათავისუფლებენ

სოხუმის პორტიდან ოთხ ქართველ მეზღვაურს უახლოეს საათებში გადაიყვანენ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე - ამის შესახებ სააგენტო „ინტეპრესნიუსს“ აცნობეს საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციიდან. მისივე ინფორმაციით, პროცესში ჩართულნი არიან ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები. პანამის დროშით მცურავი თურქული გემი, რომლის ეკიპაჟის წევრები გემთმფლობელს მოტყუებაში ადანაშაულებენ, სოხუმის პორტში გასული წლის მაისიდან იმყოფება.