პაკისტანში თავდასხმის შედეგად 20-მდე ადამიანი დაიღუპა

პაკისტანის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, სულ ცოტა, ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა ბლოკ-პოსტებზე, სავარაუდოდ, თალიბი ექსტრემისტების იერიშის შედეგად. იერიშები მოეწყო ჩრდილო-დასავლეთში მდებარე, მოჰმანდის რეგიონში, რომელიც ავღანეთს ესაზღვრება. ოფიციალური პირების ცნობით, ჯარისკაცებმა საპასუხოდ გამოიყენეს საარტილერიო ცეცხლი და მძიმე შეიარაღება, მოკლეს 15-მდე ექსტრემისტი. ამ ცნობას ვერ ამოწმებენ დამოუკიდებელი წყაროები. როგორც იუწყებიან, ექსტრემისტები ავღანეთიდან გადავიდნენ პაკისტანის ტერიტორიაზე.